პრაქტიკა - ზრდასრულთა ფსიქოკონსულტირება
პროგრამის ხელმძღვანელი - თინათინ ფანცულაია - ფსიქოლოგიის დოქტორი, ფსიქოთერაპევტი; 20-ზე მეტწლიანი პრაქტიკული და სალექციო გამოცდილებით.

Google Docs

CV

ტელ. 577 54 00 69
ელ-ფოსტა: [email protected]
პროგრამის მიზანი
პროფესიული განვითარება
პროფესიული მხარდაჭერა, კვალიფიკაციის გაზრდა, პროფესიული თვითრწმენის ამაღლება, პროფესიული რუქის შედგენა ფსიქოლოგებისთვის.
პროგრამა დაეხმარება სპეციალისტს ზუსტად იცოდეს, რა კონკრეტული მეთოდებით, ტექნიკებით, რა ტიპის პრობლემების დაძლევაში შეძლებს დაეხმაროს კლიენტს.
სამიზნე აუდიტორია
პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა აქვს:
ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან მაგისტრის დიპლომის მქონე პირს, რომელიც უკვე მუშაობს ან აპირებს ფსიქო-კონსულტირების მიმართულებით ზრდასრულებთან მუშაობის დაწყებას.
პროგრამის დასასრულს მონაწილე
შეძლებს ფსიქოკონსულტირებას შემდეგი მიმართულებით:
გადაწყვეტილების მიღება
დაეხმარება კლიენტს გადაწყვეტილების მიღების სირთულეებთან გამკლავებაში
ურთიერთობების გაუმჯობესება
დაეხმარება ახლობლებთან ურთიერთობის პრობლემების მოგვარებაში
კონფლიქტების მოგვარება
დაეხმარება პარტნიორთან და ოჯახის წევრებთან კონფლიქტის მოგვარებაში
თვითშეფასების ამაღლება
დაეხმარება საკუთარ თავში დაურწმუნებლობისა და თვითშეფასების პრობლემების დაძლევაში
ემოციური მდგომარეობის მართვა
დაეხმარება არასასიამოვნო ემოციური მდგომარეობების მართვაში
სტრესის მართვა
დაეხმარება სტრესთან გამკლავებაში
საჯარო გამოსვლები
დაეხმარება საჯაროდ გამოსვლის სირთულეების დაძლევაში
პროგრამის მონაწილე მიიღებს:
ჯგუფური თერაპიული გამოცდილება
ჯგუფში საკუთარ თავზე თერაპიული მუშაობის გამოცდილებას
სამუშაო მასალები
ქართულ ენაზე მომზადებულ კლიენტთან სამუშაო პროგრამულ მასალას (Maindfulness Training; Self-confedence Training)
პროფესიული რეკომენდაცია
იმ შემთხვევაში თუ მონაწილე პროგრამის დასასრულს წარმოადგენს 20 სთ ინდივიდუალური თერაპიის დამადასტურებელ დოკუმენტს, პროგრამაში ჩართული ტრენერები ცენტრის სახელით დამატებით გასცემენ პროფესიულ რეკომენდაციას
კლიენტთან მუშაობის პრაკტიკულ უნარებსა და გამოცდილებას
სერთიფიკატები
კურს დამთავრებულს გადაეცემა
ცენტრ "იდილიას" ორენოვანი სერთიფიკატი საათების მითითებით და Maindfulness Training პროგრამის ავტორის John William ის სერთიფიკატი.
პროგრამის სტრუქტურა და სწავლის ხანგრძლივობა:
პროგრამის ხანგრძლივობა - 8 თვე, 172 სთ. ასევე ლიტერატურაზე მუშაობა დამოუკიდებლად.
1
შეფასება და მიზნები
პირველი შეხვედრა - 2 სთ
მაინდ სეტის ჩამოყალიბება
2
ფსიქო-კონსულტირების საფუძვლები
სტრუქტურა და დინამიკა - 20 სთ
3
ჯგუფური თერაპია
20 სთ
4
გეშტალტ-კონსულტირება
თეორია - 20 სთ
პრაქტიკა - 20 სთ
5
თვით-დარწმუნებულობა
როჯერ ელიოტის მეთოდით - 20 სთ
6
მაინდფულნესი
John William-ის პროგრამით - 20 სთ
7
პრაქტიკული კომპონენტები
ინტერვიზია - 16 სთ
სამეულებში მუშაობა - 16 სთ
პრაქტიკული მუშაობის წარდგენა, სუპერვიზია - 8 სთ
ინთეიქების წარმოება დამოუკიდებლად - 10 სთ
პირველი შეხვედრა
წამყვანი / პროგრამის ხელმძრვანელი: თინათინ ფანცულაია
პროფესიული მიზნების გამოყოფა და ხელისშემშლელი ფაქტორების იდენტიფიცირება (2სთ)
1
კითხვარის შევსება
მონაწილეები ავსებენ კითხვარს, რომლის მიზანი პროფესიული უნარების შეფასება/გამოვლენა, არსებული სიტუაციის გაცნობიერება. გასუმჯობესებელ მხარეებზე ფოკუსირებაა.
2
მიზნების დაგეგმვა
პროფესიული(ფსიქო-კონსულტანტის) მიზნების დროში დაგეგმვა. პრაქტიკული სამუშაოს ჯგუფში განხილვა.
3
პროფესიულ შიშებზე მუშაობა
პროფესიულ შიშებზე, ნეგატიურ რწმენებზე ატიტუდებზე დამოუკიდებლად მუშაობა შეთავაზებული ტექნიკის საფუძველზე. გაზიარება მოხდება ჯგუფის ინტერვიზიის შეხვედრებზე.
სასწავლო მოდულები
პირველი მოდულის შინაარსი და სტრუქტურა:
1
მოდული: ფსიქო-კონსულტირების საფუძვლები
მოდულის ხანგრძლივობა: 20 საათი
მოდულის წამყვანი
ნინო ახალაია - ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მრავალწლიანი კერძო პრაქტიკით; არაერთი საერთაშორისო პროგრამის მონაწილე
შინაარსი:
ფსიქოკონსულტირება და ფსიქოთერაპია/გადაკვეთის წერტილები/განსხვავება
ფსიქოთერაპიის არსი და ამოცანები
პაციენტი/კლიენტი
როდის მიმართავენ ადამიანები ფსიქოთერაპევტს; პაციენტის წარმოდგენა ფსიქოთერაპიაზე
პიროვნებათშორისი ურთიერთზეოქმედების უნარები
პიროვნებათშორისი ურთიერთზემოქმედების უნარების გამოყენება
სტრატეგია და ტაქტიკა კონსულტირების პროცესში
ფსიქოკონსულტაციური კონტრაქტი
საუბრის წარმართვა
მომზადება; პროდუქტიული თვითგაოხატვის ხელშეწყობა
კონსულტირების ფაზები
კომუნიკაციის დარღვევა, წინააღმდეგობები
მე-2 მოდული: ჯგუფური თერაპია
მოდულის დეტალები
ხანგრძლივობა: 20 საათი
წამყვანი: ანა პაპიძე - EAGT აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი
აღნიშნული მოდული მოიცავს პროგრამაში ჩართულ მონაწილეთა ჯგუფურ შეხვედრებს, საკუთარ თავზე მუშაობის მიზნით. შეხვედრები შესაძლებელია როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ ფორმატში.
სამუშაო თემები
პროფესიული შიშები და სირთულეები
საკუთარი თავის რწმენა
წარსულ ბავშვობის გამოცდილებებთან შეხვედრა
გადაწყვეტილების მიღების სირთულეები
და სხვა
3 მოდული: გეშტალტ-კონსულტირება თეორია
მოდულის წამყვანი: თინათინ ფანცულაია - ფსიქოლოგი, EAGT-ს აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი
მოდულის ხანგრძლივობა: 20 საათი

1

1
რა არის გეშტალტი
ფიგურა და ფონი

2

2
კონტაქტის ციკლი
მოთხოვნილების დაკმაყოფილება

3

3
კონტაქტის საზღვარი
კონტაქტის წინააღმდეგობები

4

4
გეშტალტის ტექნიკები
პრაქტიკული გამოყენება
მოდულის ფარგლებში განხილული იქნება: კონტაქტის წინააღმდეგობები (კონფლუექცია, ინტროექცია, პროექცია, დეფლექსია, პროფლექსია, ეგოტიზმი, რეტროფლექსია) და გეშტალტ თერაპიის გამოყენება კონსულტირებაში.
პრაქტიკული მუშაობა: მონაწილეები წარადგენენ სანდო წყაროების მითითებით ქეისებს, რომელთა გარჩევა ხდება თეორიის პარალელურად.
4 მოდული: გეშტალტ კონსულტირების პრაქტიკა
მოდულის წამყვანი თინათინ ფანცულაია - ფსიქოლოგი, EAGT-ს აკრედიტებული გეშტალტ თერაპევტი
მოდული მოიცავს 20 საათს.
სამეულებში(კონსულტანტი, კლიენტი, დამკვირვებელი) მუშაობა, კერძოდ თითოეული მათგანი პრაქტიკის პროცესში მოქმედებენ მათთვის მიწოდებული ინსტრუქციის შესაბამისად. მაგ. კონსულტანტი კონტაქტ ციკლის მიხედვით აფასებს კლიენტის ისტორიას, გამოყოფს წამყვან წინააღმდეგობებს და გეგმავს რელევანტური ტექნიკის თუ სავარჯიშოს გამოყენებას. დამოუკიდებელი მუშაობის ფორმატით განხორციელებული პირველადი ინტერვიუს (ინთეიქის) წერილობითი სახით მომზადება.
მუშაობის პროცესში ხდება ფსიქოთერაპიისა და კონსულტირების სამუშაო არეალის გამიჯვნა.
5 მოდული: მაინდფულნესი
John William-ის პროგრამით - 20სთ
მაინდფულნესის პროცესი
1
მაინდფულნესის საფუძვლები
  • მაინდფულნესის განმარტება, რა არის მაინდფულნესი და როდის იყენებენ მას
  • ყურადღება და აწმყო, პროცესის აღწერა მაინდფულნესის მიხედვით
2
საბაზისო კონცეფციები
  • ავტომატურობა მაინდფულნესში და მისი მნიშვნელობა
  • განსჯა, პროცესის აღწერა მაინდფულნესის მიხედვით
  • მიმღებლობა და მისი მნიშვნელობა მინდფულნესში
3
პრაქტიკული მიმართულებები
  • მიზნების ჩამოყალიბება და მისი მნიშვნელობა მინდფულნესში
  • მხარდაჭერა, პროცესის აღწერა
4
შემაჯამებელი ეტაპები
  • ეგო მაინდფულნესში, პროცესის აღწერა
  • ინტეგრაცია, პროცესის აღწერა და მნიშვნელობა
  • მედიტაციასთან დაკავშირებული სირთულეების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, შეჯამება
სამუშაოს ყველა ეტაპი მოიცავს პრაქტიკულ საშინაო დავალებას.
6 მოდული
თვით დარწმუნებულობის ტრენინგი - G.Eliot's Self-confidence training - 20სთ
მოდულის წამყვანი სოფიო ყველაშვილი - ფსიქოლოგიის მაგისტრი, ფსიქოკონსულტანტი, მეტყველების თერაპევტი; პრაქტიკული და სალექციო კურსის წაყვანის გამოცდილებით.
შინაარსი:
1
შეფასება
როგორ შევაფასოთ (The Test model) თვით-დარწმუნებულობის მზაობა
2
TEST მოდელი
T – მოთმინება, E – ემოციური ბალანსი, S – უნარები, T - აზროვნების სტილი
3
პრაქტიკა
შვიდი ძირითადი უნარ-ჩვევა და სამ საფეხურიანი მოდელი
T – tolerance and certtenly – მოთმინება, განსაზღვრულობა
E – ემოციური ბალანსი
S – skills – უნარები
T - tinking style - აზროვნების სტილი
პრაქტიკული სავარჯიშოები:
1
სავარჯიშო - დარწმუნებულობის შენი მოდელი
შვიდი ძირითადი უნარ-ჩვევა - თვით-დარწმუნებული ადამიანის განხილვა და მათი მოქმედების სტრატეგია
2
"აუდიტორიის წინაშე წარდგენა"
წარმოსახვითი, რელაქსაციური სავარჯიშო
3
თვით-დარწმუნებულობის არაცნობიერი ნიმუშის შექმნა
რელაქსაციური სავარჯიშო, მოვლენების განხილვა, რომელიც ადამიანს თავდაჯერებულობას მატებს
შეჯამება - როგორ იცვლება ჩვენი თვით-დარწმუნებულობის ხარისხი
7 მოდული - პრაქტიკული მუშაობის წარდგენა და სუპერვიზია
პროგრამის დასასრულს ბოლო ოთხი შეხვედრა დაეთმობა პრაქტიკული სამუშაოს წარდგენას სადაც მონაწილეები ტრენერის ან ტრენერთა ჯგუფის თანდასწრებით წარმართავენ საჩვენებელ სესიას- კლიენტი-კონსულტანტი.
1
პრაქტიკული სესია
ჯგუფის მონაწილეები იმუშავებენ წინასწარ შეთახმებული ფორმატით. ხანგრძლიობა 20წთ.
2
სუპერვიზიული უკუკავშირი
10 წთ დათმობა სუპერვიზიულ უკუკავშირს/დიალოგი ტრენერთან. ტრენერი მონაწილეს აძლევს უკუკავშირს ძლიერი და შედარებით სუსტი მხარეების შესახებ.
3
პროფესიული ზრდა
აღნიშნული მოდული ემსახურება დამოუკიდებელი მუშაობის მხარდაჭერას და პროფესიული კულტურის ჩამოყალიბებას.
სუპერვიზიით მუშაობა უწყვეტი პროცესია პრაქტიკოსი ფსიქოლოგისთვის მუშაობის სხვადასხვა ეტაპზე, საწყის ეტაპზე საჭიროა ინტენსიური სუპერვიზია, მომდევნო ეტაპზე ნაკლები სიხშირით.
სუპერვიზიით მუშაობა და საკუთარ თავზე მუშაობა მონაწილეს აძლევს შესაძლებლობას:
გაზარდოს ხარისხი
გაზარდოს პროფესიული მომსახურების ხარისხი და კვალიფიკაცია.
გააუმჯობესოს შედეგები
გაზარდოს კლიენტის კმაყოფილება, დაეხმარის მათ პრობლემის მოგვარებაში.
დაინახოს პოტენციალი
ნათლად დაინახოს საკუთარი შესაძლებლობები და მკვეთრად განსაზღვროს საკუთარი პროფესიული პასუხისმგებლობა.
გამოიყენოს სწორი მიდგომა
დროულად, საჭიროების შესაბამისად, მიმართოს მულტიდისციპლინურ მიდგომას.
ინტერვიზიის შეხვედრები - 16 სთ
პროგრამის მონაწილეები სასწავლო პროცესის განმავლობაში დამოუკიდებლად იკრიბებიან:
1
შეხვედრა 1-8
8 შეხვედრა პროგრამის განმავლობაში
2
მიზანი
პროფესიული ლიტერატურის გაზიარება, მიღებული ინფორმაციის და პრაქტიკული დავალებების გაანალიზება
3
შედეგი
მონაწილეები აწარმოებენ ანგარიშს და აწვდიან ადმინისტრაციას
სამეულებში მუშაობა და საშინაო დავალებები
ორგანიზება და ხანგრძლივობა
მოდულების მომდინარეობის პარალელურად ჯგუფის წევრები იყოფიან სამეულებად. შეხვედრები ტარდება ორ კვირაში ერთხელ.
სამუშაო დრო: ინთეიქის შევსება - 16 საათი, საშინაო დავალებები - 10 საათი.
მუშაობის პროცესი
სამეულებში მონაწილეები პრაქტიკულად მუშაობენ ერთმანეთთან მოდულების წამყვანთა დავალებების შესაბამისად. ამავე ფორმატში ხდება ინთეიქის ფორმის შევსება.
შეხვედრებს პერიოდულად ესწრებიან პროგრამის ასისტენტები.
სწავლების ფორმატი
სწავლება წარიმართება შერეული ფორმატით, როგორც ონლაინ (მეთოდი აპრობირებულია) ასევე ადგილზე.
მუშაობის მეთოდები
მოდულის წამყვანის მიერ კონკრეტული ტექნიკების გამოყენების ჩვენება
მონაწილეების მუშაობა სამეულებში
სუპერვიზია და ინტერვიზია
თითოეული მოდულის ფარგლებში შესაძლებელია სუპერვიზიული ინდივიდუალური შემთხვევის განხილვა
ინტერვიზიული ჯგუფის შეხვედრები 8-ჯერ პროგრამის მიმდინარეობის პროცესში
სასწავლო რესურსები
სწავლების ენა - ქართული
სასწავლო მასალა - ინგლისურ და ქართულ ენებზე
მისაღები დოკუმენტაცია:
პროგრამაში მონაწილეობისთვის საჭიროა შემდეგი დოკუმენტაცია და პროცედურების გავლა:
საჭირო დოკუმენტები
  • დიპლომის ასლი
  • სამუშაო პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (CV)
  • რეკომენდატორის მითითება
მიღების პროცესი
მიღება ხდება პროგრამის ხელმძღვანელთან გასაუბრების საფუძველზე.
რეგისტრაცია და ღირებულება
მისამართი:
ვაჟა-ფშაველას 45, მე-7 სართული,
(მეტრო დელისი, რუსთავი2-ის ყოფილი შენობა)
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: 599 19 50 67, ელ.ფოსტა: [email protected]
სარეგისტრაციო ფორმა

Google Form

Private file

განვადების ფორმა

merchants.credo.ge

ზრდასრულთა ფსიქოკონსულტირება

პრაქტიკა ზრდასრულთა ფსიქო-კონსულტირება 8 თვიანი პროგრამა მხოლოდ ფსიქოლოგიის ბაკალავრებისთვის, მაგისტრანტებისთვის და მაგისტრებისთვის.